← ღონისძიებებში დაბრუნება

საქართველოს თომას მანის საზოგადოების პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

🕒 15 ნოე 2025, 11:00 📍 ლოკაცია: ქუთაისი, თამარ მეფის ქ.,N59

2025 წლის 15 ნოემბერს საქართველოს თომას მანის საზოგადოებამ პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა, რომელიც დიდი გერმანელი მწერლის, თომას მანის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე გერმანელი ლიტერატურათმცოდნეები. მომხსენებელთა შორის იყვნენ პროფესორი ნინო ფირცხალავა, პროფესორი ნანული კაკაურიძე, პროფესორი ელისაბეთ გალვანი, დოქტორი ნათია ჭოლაძე, დოქტორი ნინო კვირიკაძე და დოქტორი ანა ხუხუა, რომლებმაც საზოგადოებას მაღალი აკადემიური ხარისხის, შინაარსობრივად გამორჩეული და აქტუალური მოხსენებები წარუდგინეს.
​სამეცნიერო ფორუმი გამოირჩეოდა მაღალი ორგანიზებულობით, პროფესიული ჩართულობითა და მასპინძლობის გამორჩეული კულტურით. მოწვეულმა სტუმრებმა, განსაკუთრებით კი გერმანელმა კოლეგამ, უმაღლესი შეფასება მისცეს როგორც კონფერენციის სამეცნიერო დონეს, ისე საქართველოს თომას მანის საზოგადოების ერთიანობას, აქტივობასა და მაღალ პროფესიონალიზმს.
​ეს ღონისძიება საქართველოს თომას მანის საზოგადოების საქმიანობის ახალ, მნიშვნელოვან საფეხურად იქცა. ორგანიზაცია სამომავლოდაც მრავალ ახალ პროექტს, პარტნიორობასა და ინიციატივას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ქართულ-გერმანულ კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობებს.

გააზიარეთ: Facebook

ფოტო გალერეა