← ღონისძიებებში დაბრუნება

საგანმანათლებლო შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო სკოლაში „პროგრესი“ და თომას მანის საზოგადოების ჩართულობა

🕒 04 მაი 2026, 14:00 📍 ლოკაცია: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N20

საქართველოს თომას მანის საზოგადოება აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას, რომელთა მიზანი ახალგაზრდა თაობაში ევროპული ლიტერატურისა და ფასეულობების პოპულარიზაციაა. ამ მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო სკოლაში „პროგრესი“ გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის, გერმანული ენის პედაგოგის, ნათია ჯანჯღავას ორგანიზებითა და მოწვევით დაიგეგმა.
​ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს თომას მანის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ჭოლაძემ წარადგინა პრეზენტაცია თომას მანის შემოქმედების, მისი ნაწარმოებების სტრუქტურისა და იმ მარადიული ფასეულობების შესახებ, რომლებიც დღესაც აქტუალურია თანამედროვე მკითხველისთვის.
​საქართველოს თომას მანის საზოგადოება მადლობას უხდის ქუთაისის საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაციას, პედაგოგიურ კოლექტივსა და პირადად ნათია ჯანჯღავას მასპინძლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეების მხრიდან გამოვლენილი დიდი ინტერესი და ცოცხალი ჩართულობა დისკუსიაში. ორგანიზაცია მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს გერმანული ენის შესწავლასა და კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებას საგანმანათლებლო სივრცეში.

გააზიარეთ: Facebook

ფოტო გალერეა