თემატური კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება თბილისში და საქართველოს თომას მანის საზოგადოების პრეზენტაცია
🕒 17 მაი 2025, 13:00 📍 ლოკაცია: თბილისი, ვერა, ზანდუკელის ქუჩა N16
2025 წლის 17 მაისს, ქალაქ თბილისში, გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ჩატარდა მასშტაბური თემატური კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება.
პროგრამის პირველ ნაწილში მონაწილეებს წარედგინათ პროფესორ მანანა პაიჭაძის საგანმანათლებლო მოხსენება, რომელიც დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესით მიიღო. ღონისძიების მეორე ნაწილი კი მთლიანად თომას მანის საზოგადოების წარდგენას დაეთმო. პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იქნა მიმოხილული საქართველოს თომას მანის საზოგადოების დაარსების ქრონოლოგია, განხორციელებული აქტივობები და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, რამაც დამსწრეთა მხრიდან აქტიური დაინტერესება გამოიწვია.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა მუსიკალური შესრულებებით დასრულდა, რამაც საღამოს განსაკუთრებული შემოქმედებითი ელფერი შესძინა.