← მთავარ გვერდზე დაბრუნება

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის წარმატებული შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობა

გამოქვეყნდა: 05 ოქტომბერი 2026

საქართველოს თომას მანის საზოგადოების დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში წარმატებით დასრულდა. შეხვედრები წარიმართა ნაყოფიერ და კონსტრუქციულ გარემოში.
​ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლუბეკში გამართული ღონისძიება, სადაც წარდგენილ იქნა ორგანიზაციის წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმები. გერმანიის თომას მანის საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოხატა ქართული მხარის საქმიანობის მიმართ და სრული მხარდაჭერა აღუთქვა დასახული მიზნების განხორციელებაში.
​ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ დელეგაციის წევრები: ნინო მანგალაძე, მარიცა ფურცხვანიძე და ნინო ჯერაპოვა.
​საზოგადოება აქტიურად აგრძელებს მუშაობას და წინ მრავალი საინტერესო ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

გააზიარეთ: Facebook